რეზონანსი
15.05.2026

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ლევან დავითაშვილის იტალიის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის CEO-დ გახდომას.  იტალიურ კომპანია სოწრედ "სოკარმა" შეიძენა.

"ანუ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, და ბოლო პერიოდში (სულ რაღაც თვეების წინ დაინიშნა) პრემიერის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, შეიძლება გაუჩინარდეს (მივლინებაში წასვლით გააფორმებული) და … სულ ცოტა ხანში პირდაპირ სოკარს “მიეყიდოს” და ეხლა კი სოკარის მიერ შეძენილ იტალიურ კომპანიაში CEO-დ დაინიშნოს … 

ესეიგი ოცნებისთვის და მის მოხელეებისთვის ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, არც ქვეყნის ინტერესების დაცვა, არც სტრატეგიული საიდუმლოების შენარჩუნების ვალდებულება!  ყველაფერი იყიდება!... 

და კიდევ როცა შენი მოადგილე მკაცრად ისჯება მაშტაბურ კორუფციის ბრალდებით, მინისტრს გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს ან თუნდაც პასუხისმგებლობის განცდა მას აწუხებდეს. 

მაგრამ არა! მათთვის ასეთი პრინციპები არ არსებობს, მათ არ ეხებათ და შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ საქმიანობა და ფულის კეთება ყველაფრის მიუხედავად!

ესეც ოცნების ჩინოვნიკების მიერ გაგებული და პრაკტიკაში ასახული პატრიოტიზმი, ღირსება და სამართალი!"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ყოფილი ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი ნავთობკომპანიის CEO გახდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×