რეზონანსი
12.05.2026

დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა, ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სვეტიცხოველში, პატრიარქ შიო მესამის აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ზოგადად, ეს არის უმძიმესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით წინა პატრიარქის შემდეგ.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მინდა, ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს. ზოგადად, არის უმძიმესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ჩვენი წინა პატრიარქის შემდეგ მისი გზის გაგრძელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ის ღირსეულად გაართმევს ამას თავს და იქნება, მათ შორის, გამორჩეული პატრიარქი პატრიარქთა შორის. ვუსურვებ ძალიან, ძალიან ბევრ წარმატებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×