რეზონანსი
12.05.2026

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ,ა მეუფე დანიელსა და მეუფე ისაიაზე ისაუბრა, რომლებიც მეუფე შიოსთან ერთად, პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატებად მოიაზრებოდნენ.

"[არჩევნებში გამარჯვების შანსი] იმ ორ კანდიდატს ჰქონდა, ვინც ხელოვნურად მოიხსნა. [...] ხელოვნური იყო იმიტომ, რომ ეს იყო ასაკისა და განათლების საკითხი. ვერავის ვერ დავუწუნებთ სინოდში, ვერც მეუფე ისაიას და ვერც მეუფე დანიელს განათლებას" - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "ტვ პირველის" ეთერში. 

"მეუფე შიოს მეც ვუთხარი და სხვებმაც უთხრეს სინოდის კრებაზე, რომ რაც უფრო, არ მინდა ახლა ეს სიტყვა გამოვიყენო ღირსეული. ვინც იყვნენ ესენიც ღირსეულები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც უფრო ღირსეული კანდიდატი ეყოლებოდა და მოუგებდა არჩევნებს, მით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი პატრიარქობა" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×