
დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ზუსტად 13:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაწყებულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, ქვეყნის ახალი სულიერი წინამძღოლი გამოავლინა. წმინდა სინოდის წევრებმა, სამღვდელოებამ და ერისკაცთა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
სამებიდან გამოსულ პატრიარქს ეზოში უამრავი მომლოცველი ელოდა. ისინი ახალარჩეულ კათალიკოსს შეძახილებით შეხვდნენ. "გვიყვარხარ პატრიარქო!", ისმოდა დღეს სამების ეზოში.
დღის განმავლობაში გავრცელდა უამრავი ფოტო, ვიდეო სამების ეზოდან, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული იყო ბერი ანდრია გეწაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ პატრიარქ შიო მესამეს თავისი და, ლელა მუჯირი მხარზე ეამბორება.
ლელა მუჯირი ხუთი შვილის, მრავალშვილიანი დედაა. ის პატრიარქის ერთადერთი დაა. პროფესიით ფსიქოლოგი გახლავთ. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვას გადაცემებს როგორც ფსიქოლოგი, მუშაობს ბავშვებთან, მაგრამ ძმაზე საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.
"ლელა საოცარი ადამიანია, თავმდაბლობა ამ ოჯახის მთავარი ნიშანია, ამ კადრებითაც მიხვდებით როგორი მოწიწება აქვს მისი ძმის მიმართ“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.
წყარო: ambebi.ge