რეზონანსი
11.05.2026

ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქს და მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის კი არის ერთი ნაბიჯი - შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პატიმრების შეწყალებით საზოგადოება ყველაფერს ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

„მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც ამ საღამოს იგეგმება საქართველოს საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღება. კენჭისყრა გაიმართება ამ საღამოს და მას დავესწრები, მაგრამ არ შეიძლება, დღევანდელ დღეს არ გამოვეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, მივულოცო [პატრიარქად] გამორჩევა და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს გზა, რომელიც არის ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია.

ამისთვის ერთი ნაბიჯი არის, რომელსაც მე ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს იზიარებს ძალიან ბევრი - პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას იმით, რომ შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი და ამით შეიძლება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×