რეზონანსი
11.05.2026

დააკვირდით ნაცების რეაქციას, როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას,  -  წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "ნაცმოძრაობა" ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმასა და ზიზღს აფრქვევს. 

"მაშინ, როცა სრულიად საქართველო ამ მოვლენას უდიდესი პატივისცემით, იმედითა და აღმატებული სულიერი განწყობით ხვდება, ეს ხალხი ისევ საკუთარ სტიქიაშია, სხედან და შხამს ანთხევენ.

მართლა საოცარია, როგორ ახერხებენ, რომ ყველაზე ნათელ და ეროვნულად მნიშვნელოვან მომენტებშიც კი მხოლოდ ბოღმა და ზიზღი აფრქვიონ? თუმცა, გასაკვირიც აღარაფერია, სინათლე ყოველთვის აშინებს მათ, ვინც ბოროტებით ცხოვრებას არის შეჩვეული," - წერს ლიზა გეგეჭკორი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×