რეზონანსი
11.05.2026

მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვაა და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, ისაიამ ახლად არჩეულ პატრიარქ, შიო მესამეზე საუბრისას.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა. ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვა არის და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველანი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში“, - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×