რეზონანსი
11.05.2026

ისრაელის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, ვიდრე ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ დააკონკრეტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ბირთვული მასალების შესახებ შეთანხმება ვერ შედგება.

„ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, სანამ ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია. გამდიდრებული ურანის ამოღების საუკეთესო გზა შეთანხმების მიღწევა იქნება. თუ არა, გეგმა ასეთია - შედიხარ და გამოგაქვს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×