
„სიენენის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 4%-ით მოიმატა და ერთ ბარელზე 105.50 დოლარს მიაღწია.
მედიის ცნობით, 4.5%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ერთ ბარელზე დაახლოებით 100 დოლარი შეადგინა.
როგორც მედია წერს, ნავთობის ფასების მატებას წინ უძღოდა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა, რამაც გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, როდის შეძლებს ნავთობი საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე გავლას.
„სიენენის“ ცნობით, ომამდელ პერიოდთან შედარებით „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 20 დოლარით უფრო მაღალია, ხოლო ამერიკული ნავთობი დაახლოებით ათი დოლარით ძვირია. გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ამერიკელებს საწვავზეც მეტის გადახდა უწევთ. ბენზინის საშუალო ფასი ამჟამად გალონზე 4.52 დოლარია.
ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის საპასუხო წინადადებით უკმაყოფილოა. „არ მომწონს, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.