
"სამების ტაძარში შესვლა შესაძლებელია 10:00 საათიდან 12:00 საათამდე... საშვებით იქნება შესვლა შესაძლებელი სამების საკათედრო ტაძარში", - ამის შესახებ დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევას საკათედრო ტაძრის ეზოდან ადევნოს თვალი.
"დელეგატების რაოდენობა, დაზუსტებით, იქნება 1200-მდე. სამების ტაძარში შესვლა შესაძლებელია 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, 12:00 საათზე უკვე იხურება. აკრძალული იქნება მობილური ტელეფონის სარგებლობა. საშვებით იქნება შესვლა შესაძლებელი სამების საკათედრო ტაძარში, სიები გადაცემულია და ზუსტად არის განსაზღვრული, თუ ვინ მოხვდება სამების საკათედრო ტაძარში. ეზოში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.