რეზონანსი
11.05.2026

საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მან კოვიდის პერიოდი გაიხსენა და ის დღე, როდესაც პატრიარქმა აღდგომის წირვა სამებაში ჩაატარა.

„4 დაცვის თანამშრომელი 4 თვით ჩავიკეტეთ პატრიარქთან, საპატრიარქოდან არ გავდიოდით.

უწმინდესი ყველაზე გახარებული კოვიდის დროს ვნახე, როდესაც მრევლთან ერთად წაბრძანდა და ჩაატარა წირვა. მაშინ თქვა უწმინდესმა: ჩემი შეწირვაც რომ დაჭირდეს, ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ აღდგომის წირვა სამებაშიო.

როცა წირვა დასრულდა და უწმინდესი მანქანაში ჩაჯდა, თქვა - დღეს საქართველომ გაიმარჯვაო.

ყველაზე გახარებული მე უწმინდესი სწორედ მაშინ ვნახე“, - იხსენებს ილია მეორის დაცვის უფროსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×