რეზონანსი
10.05.2026

ამის მოლოდინი ბრალდების მხარეს ბუნებრივად ჰქონდა მთელი ამ პროცესების განმავლობაში, რადგან საზოგადოებას სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას პროცესებთან დაკავშირებით და იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელიც ბრალდებამ წარადგინა სასამართლოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენზე საუბრისას.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში ათეულობით ტომი იყო და მტკიცებულებები უტყუარი და ურთიერთშეთავსებადია.

„დამაჯერებლად შემიძლია გითხრათ დღეს სასამართლოს განაჩენით, რომ ეს მტკიცებულებები ნამდვილად ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს.

გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმე ექსპერტები, ექსპერტები სასაქონლო მიმართულებით, დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობები, თუ რა ზარალი განიცადეს კერძო თუ სახელმწიფო უწყებებმა ამ ძალადობრივი ქმედებებით. იგულისხმება პრეზიდენტის სასახლის ღობე და მიმდებარე ტერიტორია და ასევე ის პირები, ვინც დაზიანდნენ ამ ქმედებებით.

ტრასოლოგი ექსპერტი იკვლევს, თუ რა ფორმით და რა ხერხით იყო დაზიანებული ეს ღობე. ექსპერტებმა განსაზღვრეს მიყენებული ქონებრივი ზიანი. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ორჯერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ღობეს ცალსახად არ აღენიშნებოდა ჭრის კვალი და რომ ის დაზიანებული იყო ფიზიკური ძალის ზემოქმედებით", - აღნიშნა თამარ ბეჟუაშვილმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×