
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და მავნე პოლიტიკური მიდგომები უნდა დასრულდეს, რადგან ეს ევროკავშირის ფუნდამენტურ იდეალებს ეწინააღმდეგება.
პაპუაშვილის თქმით, , ასევე, აუცილებელია საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მტრული რეზოლუციების გაუქმება და ბრიუსელმა ქვეყანა მტრის ხატად არ უნდა წარმოაჩინოს.
"მნიშვნელოვანი არის, რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს. უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომლის უკანაც დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს და უნდა შეწყდეს, გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება.
მე ვურჩევ კიდევ ერთხელ ყველას ევროკავშირში, ნუ ქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს, რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ევროპის ბნელი წარსული, როდესაც მთელი ქვეყნისგან ცდილობ შექმნა მტრის ხატი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა.