რეზონანსი
08.05.2026

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობის თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ ე.წ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ათავსებდნენ რეპროდუცირებულ ბანკნოტებს (ძირითადად 100 ლარის ნომინალის მსგავსს), რაც ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას ქმნიდა. აღნიშნული თანხა თაღლითური ჯგუფის წევრების ონლაინ ტოტალიზატორებსა და საბანკო ანგარიშებზე აისახებოდა, რასაც ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ და იყენებდნენ პირადი მიზნებისთვის. ამ ხერხით, მათ 114 000 ლარი მიისაკუთრეს.

2026 წლის 7 მაისს, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×