
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პოპულარობა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოკითხვის თანახმად, მერცი დაახლოებით ერთი წლის წინ მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ხოლო დღეს მისი მხარდაჭერის რეიტინგი 16%-ს შეადგენს.
ეს არის ყველაზე დაბალი რეიტინგი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა გერმანიის კანცლერებთან დაკავშირებით 1997 წლიდან. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მერცის რეიტინგი აპრილში 5 პროცენტული პუნქტით მაღალი იყო.
გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 83%-მა განაცხადა, რომ მერცის მუშაობით უკმაყოფილოა. აპრილში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით დაბალი იყო.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 69% ფიქრობს, რომ მერცი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ართმევს თავს, 14%-ს გერმანიის კანცლერის ურთიერთობის სტილი არ მოსწონს. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 303 ამომრჩეველმა მიიღო. გამოკითხვა ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით ჩატარდა.