რეზონანსი
07.05.2026

სისხლიანი ანგარიშსწორება ოზურგეთში - გვიან ღამით რესტორან "ფოროსმანში" ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მძიმე დანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ რესტორნის მფლობელი, გიორგი გობრონიძე დააკავეს. 

"ტვ პირველის" მოწოდებული ინფორმაციით, გიორგი გობრონიძეს, რესტორანში, დაბადების დღის სუფრაზე მყოფ ერთ-ერთ პირთან კონფლიქტი მოუვიდა, დაჭრილი კი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის გობრონიძე, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, დაზარალებულს, თანხმლებ პირთან ერთად იმის გამო გაუსწორდა, რომ მან ჩხუბში გაშველება სცადა.

დაზარალებული ახლა რეანიმაციაშია, მის კართან პოლიცია მორიგეობს, პირი კი, რომელიც გობრონიძეს ახლდა, ამ დრომდე იძებნება.

გობრონიძე დაკავებულია, თუმცა მეორე პირთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება დაზარალებულს, კლინიკა "მედალფას" დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალოსიმძიმისაა და რეანიმაციულ გამყოფილებაში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19/108 მუხლით მომდინარებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×