რეზონანსი
07.05.2026

უკრაინას კონკრეტული დღის წერიგი გააჩნია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების მოსაგვარებლად სამი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაა აუცილებელი.

„სამი მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველია, საქართველოს მხრიდან ანტიუკრაინული კამპანიის და ისტერიის შეწყვეტა, რომელსაც წინასაარჩევნოდ და ყოველდღიურადაც ვადევნებდით თვალს. მეორე ნაწილია, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რადგან ის გახლავთ, მათ შორის, ზელენსკის მთავრობის წევრი და მესამე – ჰუმანიტარული საკითხია, რომელიც, პირველ რიგში, ლარსს უკავშირდება. ეს სამი საკითხი თუ არ მოგვარდა, ვერ მოგვარდება ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×