რეზონანსი
06.05.2026

პოლონეთი და ლიეტუვა მზად არიან ამერიკელი ჯარისკაცები მიიღონ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ რამპი გერმანიიდან მათ გაყვანას გადაწყვეტს. შესაბამისი განცხადებები პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ნავროცკის თქმით, თუ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს “შეამციროს ამერიკელი სამხედროების კომპონენტები გერმანიაში, ჩვენ პოლონეთში მზად ვართ ამერიკელი ჯარისკაცები მივიღოთ”.

“ვფიქრობ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ პოლონეთისა და ევროპის ინტერესებში დაარწმუნოს პრეზიდენტი ტრამპი, რომ როდესაც გერმანიაში [სამხედრო] კომპონენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს სამხედროები ევროპაში დარჩნენ - პოლონეთში, ბალტიის რომელიმე ქვეყანაში ან სხვა რეგიონში. წავახალისებ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომ ისინი ევროპაში დარჩნენ,” - განაცხადა ნავროცკიმ.

თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია რეგიონზე ვაშინგტონის ყურადღების შენარჩუნება და ამიტომ ნატო-ს მოკავშირეებმა “ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა აშშ ევროპისგან არ შეტრიალდეს”.

“უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს, დარჩებიან თუ არა ეს ჯარისკაცები, რომლებიც შესაძლოა გერმანიიდან გაიყვანონ, ევროპაში…

ჩვენ ლიეტუვაში მზად ვართ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე მივიღოთ. ჩვენს ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მივიღოთ მომავალში და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ყველა ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ,” - განაცხადა ნაუსედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×