რეზონანსი
05.05.2026

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღითიდღე თავს იმკვიდრებს, როგორც საბჭოთა კავშირის საკავშირო სახალხო დეპუტატთა ყრილობის მემკვიდრე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რასა იუკნევიჩიენე, რომელიც არის საქართველოზე ანგარიშის ავტორი, თავს აჩენს, როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობისა.

„მისი ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვხედავთ, ევროპარლამენტის რიგებში საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ნომენკლატურის თუ ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ევროპარლამენტში არიან მოკალათებული, ვგულისხმობ, ბალტიის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს. ამ რეზოლუციის ავტორი არის ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველის ხალხის მიმართ, რაც ნიშანდონდობლივია. 

რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღის და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, არის ამ რეზოლუციის ავტორი. მას ეკუთვნის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ არის ინფექცია, რაც არის ფაშისტური ნარატივი სხვათა დემონიზებისა და მათი ღირსების შემლახველი ქცევისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში დამნაშავეები არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რითაც კოლექტიური პასუხისმგბელობა ქარგვიდგინა, რაც სწორედ ფაშისტური მიდგომაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×