რეზონანსი
05.05.2026

უამინდობის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა

შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. მეხი სოფლის ცენტრში ნაძვს დაეცა, რის გამოც დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამტვრეულმა ტოტებმა ახლოს მდებარე მაღაზიის მინები და სათამაშო აპარატები დააზიანა.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სოფლის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×