რეზონანსი
04.05.2026

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრას, რომელიც კიევის ინიციატივით ერევანში გაიმართა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ჯერ უკრაინამ დაიწყო, შემდეგ იქნება ბრიუსელი სახის შენარჩუნების მცდელობაში, როგორმე აღდგეს მათ მიერ დაზიანებული ურთიერთობა.

მისივე შეფასებით, ოფიციალურ თბილისს არავისთან აქვს საბოდიშო, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობიანი განვითარების გზას არავინ გადაუხვევს.

„კიევის ინიციატივით, ერევანში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრა.

ჯერ უკრაინამ დაიწყო, შემდეგ იქნება ბრიუსელი სახის შენარჩუნების მცდელობაში, როგორმე აღდგეს მათ მიერ დაზიანებული ურთიერთობა. ოფიციალურ თბილისს არავისთან აქვს საბოდიშო, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობიანი განვითარების გზას არავინ გადაუხვევს.

კობახიძე-ზელენსკის შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×