რეზონანსი
04.05.2026

ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მიერ სომხეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაო ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, ვიყოთ გულახდილები: რვა წლის წინ აქ არავინ მოვიდოდა. რვა წლის წინ ეს ქვეყანა რუსეთის ფაქტობრივ სატელიტად განიხილებოდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ნოკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთის საფრთხისგან გაეთავისუფლებინა.

„ნიკოლმა „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოაწყო და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა. ამის გამო მას ყოველდღიურად ესხმიან თავს. ის ფაქტი, რომ მან გადაწყვიტა, როგორც მშვიდობა, ასევე ევროპა, ძალიან ძლიერი სიგნალია“, - აღნიშნა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×