რეზონანსი
04.05.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.

„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.

„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×