რეზონანსი
03.05.2026

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე, იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან.

„დღეს ჩვენ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმებით",- განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.

პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ახსოვდეთ ჟურნალისტები და რეპორტიორები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სიმართლის ძიებას, განსაკუთრებით კონფლიქტებით დაზარალებულ ადგილებში.

„გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ", - აღნიშნა რომის პაპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×