რეზონანსი
02.05.2026

ფოთში, ელადას ქუჩაზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დაზიანებულია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე სატკეპნი ტექნიკა. ტექნიკას ჩამსხვრეული აქვს მინები.

შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდეს საზოგადოებრივ ქონებას, რომელიც ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე, აღნიშნავენ, რომ არც ერთი მსგავსი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×