რეზონანსი
02.05.2026

„ცდილობენ, რომ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული სისხლიან რეჟიმთან. თუმცა, თავადაც რომ არიან ასოცირებულები, ამას ვერ იაზრებენ“ - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობა შეუძლებელია. 

„ვერანაირი ერთობა ვერ შედგება ვერასდროს, როდესაც ერთი იდეის გარშემო არ ხარ გაერთიანებული და როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ გარე უფროსებმა და გარე პატრონებმა ასე დაგავალეს. ეს, სხვათა შორის, თავდაპირველად აღიარა სააკაშვილმა, შემდეგ ნიკა გვარამიამ, კონკრეტულად ამ ერთობასთან დაკავშირებითაც, რომ გარე მითითებით მოხდა. ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, ეზიზღებათ ერთმანეთი, შესაბამისად, შეუძლებელია მათი ერთობა. ამ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პირდაპირ ასოცირებული სისხლიან რეჟიმთან, თუმცა, თავადაც რომ არიან ასოცირებულები, ამას ვერ იაზრებენ. შემდეგ აანონსებენ, რომ რაღაც კარდაკარები უნდა ჩაატარონ, რაც შეუძლებელია. ფიზიკურად ხალხში ვერ გავლენ, ისინი არიან უსამშობლოები და უღმერთოები. ქართველი ასეთი კატეგორიის ადამიანებს არასდროს არ მიიღებს“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×