რეზონანსი
02.05.2026

შესაძლოა, ჩვენთვის უკეთესიც კი იყოს, რომ ირანთან შეთანხმება საერთოდ არ დავდოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მუდმივად დაკავებული ვარ ირანელების ზარებით, რომლებიც გვირეკავენ და ცდილობენ კარგი შეთანხმება დადონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თუ შეთანხმებას საერთოდ დადებენ, მაშინ მათ ცუდი შეთანხმება უნდა დადონ, რადგან სიმართლე გითხრათ, შესაძლოა, ჩვენთვის უკეთესიც კი იყოს, რომ შეთანხმება საერთოდ არ დავდოთ. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ჩვენ ამის გაგრძელებას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ ირანის ნაადრევად დატოვებას არ აპირებს.

„ისინი იმ ტიპის შეთანხმებაზე არ მოდიან, რომელიც ჩვენ გვსურს. ჩვენ ამას ბოლომდე და ისე დავასრულებთ, როგორც საჭიროა. ნაადრევად დატოვებას არ ვაპირებთ, რომ შემდეგ ეს პრობლემა სამ წელიწადში ისევ წარმოიქმნას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა.

„მათ შეთანხმების დადება სურთ, მე კი ამით უკმაყოფილო ვარ, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება. ისინი ისეთ რაღაცებს ითხოვენ, რასაც მე ვერ დავთანხმდები“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×