რეზონანსი
02.05.2026

ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდი ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.

„ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას. იმავეს აკეთებს საქართველოც, მაგრამ ასევე კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, ორმაგ დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც რუსული კანონების ძახილს და როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ. ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს აკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ“, - განაცხადა მახაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×