რეზონანსი
02.05.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე, დღეს მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მასპინძლობენ. ამ წუთებში კონფერენცია საგურამოში მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული კონფერენციების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი ძალიან დიდია.

„დასწრების მსურველთა რაოდენობა ყოველ შეხვედრაზე მატულობს. მინდა, ხაზი გავუსვა სტუდენტებთან გუშინდელ შეხვედრას, რომელიც რუსთავში გაიმართა. ვიცით, სტუდენტური ფესტივალი იწყება. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს იმას, რომ ახალგაზრდები სრულად უჭერენ მხარს ჩვენს გუნდს „ქართულ ოცნებას“ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი და ჩართულობა“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×