
საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს, - წერს ნეაპოლიტანური სპორტული გამოცემა CalcioNapoli24-ი.
„თორნიკე ხვიჩას ძმაა. საუბარია 2010 წელს დაბადებულ მოთამაშეზე, რომელიც საქართველოში, თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში თამაშობს. თავისი უფროსი ძმის მსგავსად, თორნიკეც მარცხენა ფლანგზე თამაშობს და 7-ნომრიან მაისურს ატარებს. მათი ტექნიკური მახასიათებლები ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„მას უყვარს დრიბლინგი, ფიზიკურ ძალას კი სისწრაფეს უხამებს, რაც მას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსპექტიულ მოთამაშედ აქცევს. თორნიკე ორივე ფეხით - როგორც მარჯვენათი, ისე მარცხენათი - ერთნაირად კარგად ურტყამს. მას უკვე აქვს საქართველოს U16 და U17 ნაკრებებში თამაშის გამოცდილება“, - ნათქვამია სტატიაში.
„ნაპოლი“, ჯოვანი მანას ხელმძღვანელობით, მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება. ეს იდეა სპორტულ დირექტორს რამდენიმე შუამავალმა მიაწოდა.