რეზონანსი
01.05.2026

საქართველოს სამ დიდ ქალაქში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დასაქმებული მოქალაქეები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ტაქსის მძღოლებმა ქუჩაში გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დამსაქმებელმა კომპანიებმა ტარიფის შეცვალზე უარი განაცხადეს. 

პროტესტის მონაწილეეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად მაღალი საკომისიოს გადახდა უწევთ, ამ დროს კი მათი შეფასებით მომსახურების ტარიფი დაბალია, რაც გაძვირებული საწვავის პირობებში დამატებითი ტვირთია. 

„დღევანდელი დღის შეკრების მიზეზი არის ტაქსის მძღოლების პროტესტი იმ მაღალ საკომისიოებთან, დაბალ ტარიფებთან დაკავშირებით და ამ უაზრო ბლოკებთან დაკავშირებით. ახსნა- განმარტებასაც არ გვაძლევენ დაბლოკვასთან დაკავშირებით. საწვავის ფაები ჰაერში წავიდა და აქედან გამომდინარე არც აღარავის არაფერი არ გვრჩება. ჩვენ ვითხოვთ თითოეული კომპანიის - „იანდექსის“, „მაქსიმის“, „ვოლტის“ წარმომადგენლობა დაჯდეს ჩვენთან ერთად, ჩვენგანაც იქნება სამუშაო ჯგუფი, დავილაპარაკებთ, ჩვენს პრობლემებს ვეტყვით და მაგის მიხედვით შევჯერდებით ერთ საერთო აზრზე. დღევანდელი გამოსვლით ვიწყებთ და სანამ შედეგი არ დაიდება, მანამდე არ ვაპირებთ არცერთი გაჩერებას“, - ამბობს ტაქსის მძღოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×