რეზონანსი
01.05.2026

აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენთან თანამშრომლობის სრულად შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა, სადაც საკითხის განსახილველად პარლამენტის წევრებისგან შემდგარი სპეციალური კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილების ტექსტი დეპუტატებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზიაფატ ასგაროვმა წარუდგინა.

ინიციატივის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან ყველა ფორმატის ურთიერთობას წყვეტს. გარდა ამისა, პარლამენტი დაიწყებს პროცედურებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზნით.

პარლამენტში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ევროპარლამენტის მხრიდან „ანტიაზერბაიჯანული“ ქმედებებითა და მიკერძოებული დამოკიდებულებით არის გამოწვეული. აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციები ქვეყნის მიმართ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროექტი განხილვების შემდეგ კენჭისყრაზე გავიდა და პარლამენტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×