რეზონანსი
01.05.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ჩატარება უკრაინაში ომის დროს რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ კაია კალასმა  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მრავალი წლის შემდეგ პირველად, გამარჯვების დღის აღლუმი მოსკოვში მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის ომის დროს რუსეთის მდგომარეობაზე“, -განაცხადა მან.

კალასის თქმით, „ბრძოლის ველიდან მიღებული ზუსტი სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი რეკორდულ რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს“. ვროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის სამხედრო მიზნებს და ეს სულ უფრო აშკარა ხდება.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისის აღლუმი მოსკოვში „არსებული სიტუაციის“ გამო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ავიაცია და მოსკოვის წითელ მოედანს „პილოტაჟური ავიაჯგუფების“ თვითმფრინავები გადაუფრენენ, აღლუმის ბოლოს კი მოიერიშე სუ-25-ების პილოტები მოსკოვის ცაზე რუსეთის დროშის ფერებს გამოსახავენ.

მოსკოვში ვიზიტს გეგმავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×