რეზონანსი
01.05.2026

რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.

მისი თქმით, ეს აჩვენებს იმას, რომ 26 მაისს დაგეგმილი აქცია კრახისთვისაა განწირული, 2028 წელს კი არჩევნებში კვლავ დამარცხდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა ამ ალიანსში აშკარად აუტსაიდერია და დანარჩენი რადიკალური ოპოზიცია მათგან დისტანცირებას ცდილობს.

რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრებს, - რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი განწირულები არიან როგორც 26 მაისს კრახისთვის, ასევე 2028 წლის არჩევნებზე დამარცხებისთვის“, - აცხადებს ფაღავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×