რეზონანსი
30.04.2026

საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით.

მიხეილ დუნდუას თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია.

„საქართველო აგრძელებს ძლიერ განვითარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდ შედეგებს მიაღწია. ბუნებრივია, ველოდებით რომ წლევანდელი წელიწადი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - აღნიშნა მან.

2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7% შეადგინა, პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი, 9.1%-ით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა დარგებმა შეიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×