რეზონანსი
30.04.2026

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ, აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

როგორც ევროპელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, ირანში ომით გამოწვეული საწვავის დეფიციტი ყველა სახის ტრანსპორტს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ციციკოსტასმა აღიარა, რომ საწვავზე ფასი მკვეთრად არის გაზრდილი და „ევროპის ზოგ ნაწილებში კომერციული თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავის მარაგები წნეხს განიცდიან“, საწვავის დეფიციტის ფაქტობრივი ნიშნები ჯერ არ არის.

„ევროპას აქვს საგანგებო რეზერვები, რომლის მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. ბაზარი ჯერ არსებულ შოკს უმკლავდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, თუ ვითარება გაუარესდება, ევროკომისია მზადაა საკუთარ გეგმებში შესწორებები შეიტანოს.

„ჰორმუზის სრუტის ბლოკადა - სასტიკი შეხსენებაა იმისა, თუ რატომ უნდა დავაჩქაროთ საწვავის ალტერნატიულ სახეობაზე გადასვლა. ევროკავშირი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს“, - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×