რეზონანსი
30.04.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

ამავე დროს კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×