რეზონანსი
29.04.2026

წინა წლებს რომ გადავხედოთ, ეს აქტორები ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ და მათთან აფილირებული, მათი პარტნიორი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატმა კომენტარი გიგი უგულავას Facebook-პოსტთან დაკავშირებით გააკეთა.

„ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. პირდაპირ ეთერებს უთმობდნენ ისეთ უვარგის ადამიანებს, რომლებიც ლანძღავდნენ პატრიარქს. ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ოპოზიციის მხრიდან ეკლესიასა და პატრიარქზე შეტევა გრძელდება. სოციალურ ქსელში განხილვის საგანია გიგი უგულავას სტატუსი, რომელიც პატრიარქს შეურაცხყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×