რეზონანსი
29.04.2026

ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ტრეიდერები ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვისთვის ემზადებიან, - წერს CNN-ი.

Brent-ის მარკის ნავთობი, რომელიც გლობალურ ეტალონად ითვლება, 5%-ით გაძვირდა და ბარელზე $116.8 შეადგინა, რითაც ერთკვირიანი ზრდის ტენდენცია განაგრძო. ამერიკული ნავთობის ეტალონი, WTI, 4.9%-ით გაიზარდა და ბარელზე $104.8-ს მიაღწია.

მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შექმნილმა აშკარა ჩიხმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა თეირანის ბოლო წინადადების მიმართ ომის დასრულების შესახებ და თანაშემწეებს ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადება დაავალა.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა - არც ომი და არც მშვიდობა - მით უფრო ნეგატიური იქნება ეს მაკროეკონომიკური სურათისთვის“, - განაცხადა მოჰიტ კუმარმა, Jefferies-ის მთავარმა ეკონომისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×