რეზონანსი
29.04.2026

მინდა, ვუთხრა ყველას ბრიუსელში, საქართველო არასდროს დადგება ევროინტეგრაციის უკრაინულ და მოლდოვურ გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ უნდა დაეფუძნოს ისეთ მოდელს, რომელიც, მისი შეფასებით, ტერიტორიული დანაკარგებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანა მსგავს გზას არ აირჩევს.

"მინდა, ვუთხრა ყველას ბრიუსელში, საქართველო არასდროს დადგება ევროინტეგრაციის უკრაინულ და მოლდოვურ გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის "ფეისბუქ" გვერდზე წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×