რეზონანსი
29.04.2026

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია სრულად განულებულია და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მძაფრდება.

წილოსანის თქმით, ოპოზიცია ქართველ ხალხთან არ მართავს შეხვედრებს და გარე ძალებს ხვდება.

„რადიკალები სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენენ. ქართველი ხალხის ნაცვლად, გარე ძალებს ხვდებიან. შეხვედრების ნაცვლად, სადღაც ოთახებში იკეტებიან და იქ აწყობენ დახურულ შეხვედრებს, რომელსაც ღიას უწოდებენ, მაგრამ რეალურად არანაირი ღიაობა არ არის. თავისივე ბელადის მომხრეები არ შეუშვეს. ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს სკანდირებდნენ. მათ შორის დაპირისპირება აშკარაა და კიდევ უფრო გამძაფრდება. რადიკალების წარუმატებლობის პროცესი გრძელდება, ამიტომ უფრო მეტი დაპირისპირება წინაა. ამომრჩეველი ჰიტლერსაც ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს. ანტიკონსტიტუციურ „ნაცმოძრაობას“ რომ ამომრჩეველი ჰყავს, ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ეს ვერ იქნება განმაპირობებელი, რომ მათ ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელი არ შევიტანოთ და დაკმაყოფილების იმედი არ გვქონდეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×