რეზონანსი
29.04.2026

ამ წუთებში დაპირისპირებაა მარნეულში - პოლიციამ მინიმუმ 1 პირი დაააკავა. სოფელ შულავერში  ბოსტნეულის მწარმოებლები გამოვიდნენ.  მათი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ისინი გაკოტრებამდე მიიყვანა. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ  ქვეყანაში შემოსული ირანული და თურქული ბოსტნეულით ბაზარი გაივსო, მათ კი უჭირთ ადგილობრივი მოსავლის რეალიზაცია და პროდუქტის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად უწევთ.

„მოსავალი გვილპება, იძულებულები ვართ, პროდუქცია იმაზე იაფად გავყიდოთ, ვიდრე მისი მოყვანა გვიჯდება... ივანიშივლი გადაგვიხდის ვალებს?“, - აცხადებენ ქუჩაში გასული აქციის მონაწილეები.

ფერმერებმა მარნეულის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, გაჟღერდა სადახლოს მაგისტრალის გადაკეტვის მოთხოვნაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×