რეზონანსი
29.04.2026

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ხსნის, რატომ მოხსნა საპატრიარქო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა. როგორც სასულიერო პირი "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მან ხმის მიცემის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გადაწყვიტა საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. მანვე მეუფე დანიელისა და მეუფე ისაიას გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა: 

"ხმები რომ არ დაკარგულიყო, იყო შემოთავაზება, ვინც ხსნის კანდიდატურას, მოდი, ხმები რომ არ დაიკარგოს, მოვხსნათო, ამ პრინციპის გამო, მოვხსენით რამდენიმემ. ამის შემდეგ კი დარჩნენ ის ექვსი კანდიდატი, ვინც უკვე იცის საზოგადოებამ. პირველად იყო დაწერილი ის 15, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, შემდეგ როდესაც მოვხსენითდ  დარჩა ექვსი, შემდეგ გავიდა მეუფე თეოდეორე და დაწერა ამ ექვსის სახელი, შემდეგ ყველას გადმოგვცა ეს ფურცლები. როდესაც ჩვენ შევდიოდით კაბინაში, ამ ფუცლების მიხედვით, ვინც გვინდოდა, იმას ვწერდით. იმ ექვსიდან ყველას შეეძლო თავისი თავიც კი დაეწერა. 

თქვენ წარმოიდგინეთ, მეუფე დანიელმა გამოიჩინა ისეთი კეთილშობილება, გონიერება, რომ აი,  თვითონ გადაწყვიტა, რომ მოდი, არ ვიკამათოთ ამაზე. მეუფე დანიელმა კიდევ ერთხალ დაამტკიცა მისი სწორი რელიგიური შეხედულება. 

მეუფე ისაიამაც ისეთი გამართული წერილით მოგვმართა, რომ არ დათასხმდებოდი შეუძლებელი იყო, მაგრამ თვითონ დებულებასთან მოვდიოდით შეუსაბამობასთან. არ შეიძლებოდა, ისე გამართულად მოგვმართა, ისე გულდასაწყვეტად, მაგრამ დებულებასთან მოვდიოდით წინააღმდეგობაში", - აღნიშნა მეუფე ანტონი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×