რეზონანსი
28.04.2026

პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.

წყაროების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი რუსეთში ვიზიტის შემდეგ დღეს თეირანში უნდა დაბრუნებულიყო. მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ის რეჟიმის ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს.

ყაროები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, რადგან გართულებულია კომუნიკაცია უზენაეს ლიდერთან, მოჯთაბა ხამენეისთან, რომლის ადგილსამყოფელიც საიდუმლოა.

ტრამპმა მიანიშნა, რომ არ დათანხმდებოდა ირანის იმ წინადადებას, რომელიც გასულ უქმეებზე იქნა წარდგენილი. აღნიშნული ვერსია პირველ ეტაპზე ომის დასრულებას, ხოლო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უფრო რთული საკითხების მოგვიანებით მოგვარებას ითვალისწინებდა.

წყაროების განცხადებით, პროცესი გრძელდება და ცვალებადია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, წარადგენს თუ არა ირანი განახლებულ წინადადებას, რომელიც აშშ-ისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×