რეზონანსი
28.04.2026

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი პროფესიული წარსული და მისი დიდი გამოცდილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გეკა გელაძეზე საუბრისას.

მისივე თქმით, ყველამ კარგად ნახა გეკა გელაძის მიერ დანაშაულთან ბრძოლაში წარმოებული კამპანიები.

„ჩვენ ვნახეთ ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გახსნილი საქმეები, რაც ეხება ანტი ნარკოტიკულ კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა უკვე ახალი პოზიციიდან მუშაობას", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან გეკა გელაძე გაუძღვება. შსს ყოფილი მინისტრის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×