
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ამ კვირაში ასრულებს მუშაობას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილეას მიიღებენ.
„კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე.
სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არის ტყუილი, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერმა.
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ, ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა. დასრულდა ბიზნესოპერატორების მოსმენა, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს.
კომისიის ფარგლებში ასევე მოუსმინეს ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებსაც, როგორც მწარმოებელ-იმპორტიორ კომპანიებს, ისე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს.
ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო.