რეზონანსი
28.04.2026

პარლამენტმა, 6 წლის ვადით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გეკა გელაძე დაამტკიცა. სუს-ის ახალი უფროსის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 12.

კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. მანამდე გეკა გელაძეს დახურულ ფორმატში, თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, დარწმუნებულები არიან, რომ გეკა გელაძე ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას, როგორც ამას შს მინისტრის თანამდებობაზე აკეთებდა.

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მისი წარსული, მისი პროფესიული წარსული, მისი დიდი გამოცდილება შსს-ში, მისი ბევრი გაკეთებული საქმე უკვე როგორც შს მინისტრის თანამდებობიდან. ჩვენ ვნახეთ ის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი საქმეები, რომლებიც გაიხსნა, რაც ეხება ანტინარკოტიკულ კამპანიას, რაც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუსტად იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს ბატონი გეკა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×