
წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუცხადა, 38 მღვდელმთავარის მიერ არჩეულ კანდიდატად დასახლედნენ:
1: ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
2: ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი
3: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
ანდრია ჯაღმაიძემ მედიას უთხრა, რომ მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებისგან მიიღო 20 ხმა, მიტროპოლოტი იობმა 7 ხმა, ხოლო მეუფე გრიგოლმა 7 ხმა.
გაფართოებული კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ, ამ სამი კანდიდატიდან უკვე ახალ პატრიარქს აირჩევენ.