რეზონანსი
28.04.2026

Fox News-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანული, კონკურენტი "რადიკალური" ჯგუფები, შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ართულებენ, - წერს ABC News-ი.

"ირანში, ისინი ყველანი რადიკალები არიან. თუმცა, არიან რადიკალები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათ უნდა მართონ ქვეყანა და ეკონომიკა და არიან რადიკალები, რომლებიც მხოლოდ თეოლოგიური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ.

თეოლოგიური მოტივებით მოქმედ რადიკალებს შორის, არა მხოლოდ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წარმომადგენლები, არამედ, ცხადია, მასში შედის უზენაესი ლიდერი და მის გარშემო მყოფი საბჭოც.

შემდეგ არის პოლიტიკური კლასი - საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, სპიკერი, მეჯლისის წევრები და სხვა პირები - ისინიც რადიკალური ხაზის მომხრეები არიან, მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ ქვეყანას ეკონომიკა სჭირდება. ხალხს საკვები სჭირდება. მათ უნდა იპოვონ გზა, რათა საჯარო მოხელეებს ხელფასები გადაუხადონ.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლება ხისტად მოქმედ მხარეს აქვს, რომლებსაც მომავლის აპოკალიფსური ხედვები აქვთ", - განაცხადა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×