რეზონანსი
28.04.2026

როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

„ჩვენი მხრიდან ყველა პროცედურა გამოვიყენეთ. როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა. თუ რაიმე ტექნიკური გაუგებრობა იყო რომ გამოესწორებინათ. მგონი ყველაფერი ძალიან ნათელია. ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ პროცედურების დაცვას და მუდმივად შევახსენებთ გერმანიას რომ ეს ინფორმაცია გასაახლებელია, მაგრამ მათი მხრიდანაც გზავნილი მკაფიოა. როგორც ჩანს, ურჩევნიათ საქართველოში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის წახალისება, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩასხდნენ და პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობას და არჩევანს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×